დიტრევიტ ფორტე

"დიტრევიტ ფორტე" D ვიტამინისა და ომეგა 3-ის ეფექტური კომბინაციაა. "დიტრევიტ ფორტე" დაბადებიდანვე უზრუნველყოფს პატარას სრულფასოვან ფიზიკურ, გონებრივ და იმუნურ განვითარებას

  • D3 (400IU) და DHA (20mg)-ს ეფექტური კომბინაცია
  • შაქრის, დანამატების და არომატიზატორების გარეშე
  • არ შეიცავს გლუტენს – უსაფრთხოა ცელიაკიის დროს
  • D3 – ისა და DHA – ს კომბინაცია აუმჯობესებს ბიოშეღწევადობას
  • ადვილი დოზირება პიპეტის მეშვეობით – 0.5 მლ დღეში ერთხელ

სინერგიული ეფექტი

D3 + DHA – სინერგიული ეფექტი ბავშის სრულფასოვანი განვითარებისთვის.

კლინიკურმა კვლევებმა დაადგინა, რომ D3-ის და DHA-ს კომბინაცია ბევრად უფრო ეფექტურია, რადგან ისინი ერთად უზრუნველყოფენ უფრო სწრაფ კოგნიტურ და ფსიქო-მოტორულ განვითარება

კვლევებით დამტკიცებული

ვიტამინი D3–ისა და DHA–ს კომბინაცია ამცირებს აუტისტ ბავშვებში სიმპტომების გამოვლენას. იგი აგრეთვე გამოიყენება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.

შემადგენლობა

ინგრედიენტები: მცენარეული ზეთი (ქოქოსის); 11% დოკოზაჰექსაენის მჟავით (DHA) გამდიდრებული ზეთი (მიკროკულტურიდან Schizochytrium sp.); ვიტამინი D3.

გამოყენების ინსტრუქცია: 0.5 მლ დღეში ერთხელ, ყოველდღიურად (თუ პედიატრის მიერ სხვა რეკომენდაცია არ არსებობს). ბავშვს ჩააწვეთეთ პირის ღრუში საწვეთურის გამოყენებით. გამოყენების შემდეგ საწვეთურის მეშვეობით ბოთლი დალუქეთ და შეინახეთ მაცივარში. ბოთლი მოიცავს 30 დოზას.

ნეტო მასა: 15 მლ

შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.

მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

გაუხსნელ მდგომარეობაში ინახება შეფუთვის ქვედა ნაწილზე მითითებული ვადით.

  • D ვიტამინი

    D ვიტამინი არის შეუცვლელი ნუტრიენტი ახალშობილებისთვის. იგი სინთეზირდება ადამიანის კანის ეპიდერმისში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით.

  • DHA - დოკოზაჰექსაენის მჟავა

    დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) მიეკუთვნება ომეგა 3 პოლიუჯერ, ესენციურ ცხიმოვან მჟავებს, რაც ნიშნავს, რომ მათი სინთეზი ორგანიზმში არ ხდება და საჭიროა მათი დანამატის სახით მიღება.

  • ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაცია

    ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს 400 IU D ვიტამინი.

  • განვითარებისთვის აუცილებელი

    D ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს რაქიტი, ძვალ-სახსროვანი, ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის პრობლემები.